Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE


სანქციები უზედამხედველო პირუტყვის მეპატრონეთა წინააღმდეგ

article39094.jpg

 ზესტაფონში, უზედამხედველო პირუტყვის მეპატრონეთა წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება დაიწყო

   ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვის მეპატრონე 50 ლარით დაჯარიმდება.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ რქოსანი პირუტყვი ქალაქის ქუჩებში არსებულ ნარგავებს აზიანებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, გამგეობის შესაბამისმა სამსახურებმა, უმეთვალყურეოდ დარჩენილი მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალურ სადგომში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

"უზედამხედველო პირუტყვის მეპატრონეებზე გარკვეული სანქციები ამოქმედდება. სანქციები ამიერიდან ყველა მსგავს შემთხვევაზე განხორციელდება. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გათვალისწინებით - ბულვარებში, პარკში ან სკვერში წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევს წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა–პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ", - აცხადებენ ზესტაფონის გამგეობაში.

სამართალდამრღვევის მიერ ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მისთვის დაკისრებული ჯარიმისა და პირუტყვის მოვლ-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ხდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ჯერჯერობით არავის გაუკეთებია კომენტარი. იყავით პირველი და დატოვეთ თემასთან დაკავშირებული კომენტარი.