დიდი სიკეთის პატარა ისტორია ზესტაფონში — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



დიდი სიკეთის პატარა ისტორია ზესტაფონში

date 30 ნოემბერი 2020
article696.jpg

  ერთ-ერთმა პოლიციის ოფიცერმა სახლში გადარეკა მოიკითხა ალერგიის წამალი თუ გვაქვსო, გვქონიაო მომახარა, მე ახლა წავალ და მოგიტანო, აქ დამელოდეო. წავიდნენ და სადღაც 5-6 წუთში მომიტანა ასე სალფეთქში გადახვეული ტავეგილი, – რადიოლოგი ვერა ცნობილაძე ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ზესტაფონის პოლიციის თანამშრომლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.

“ზოგადად ყველამ იცის, რომ დიდი პოსტებით არ გამოვირჩევი, მაგრამ ეხლა ისეთი რაღაც მოხდა, ძალიან მინდა ყველას გავუზიარო. ზესტაფონში ვარ. ჩემს დისშვილს ალერგია დაეწყო და სასწრაფოდ მომიწია აფთიაქში წასვლა 21:35ზე. (საბედნიეროდ საშვი მაქვს). ყველა ქსელური აფთიაქი დაკეტილი დამხვდა ჩემდა გასაკვირად, როგორ შეიძლება ყველა აფთიაქის დაკეტვა, რაც არ უნდა კომენდანტი იყოს, ერთი აფთიაქი უნდა მორიგეობდეს ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციების დროს. პოლიციის მანქანა გავაჩერე, ვკითხე სადმე ღია აფთიაქს თუ ვიპოვიდი და გავუზიარე ჩემი გასაჭირი. სამწუხაროდ ყველა აფთიაქი დაკეტილიაო დამიდასტურეს.  ერთ-ერთმა პოლიციის ოფიცერმა სახლში გადარეკა მოიკითხა ალერგიის წამალი თუ გვაქვსო, გვქონიაო მომახარა, მე ახლა წავალ და მოგიტანო, აქ დამელოდეო. წავიდნენ და სადღაც 5-6 წუთში მომიტანა ასე სალფეთქში გადახვეული ტავეგილი.

უღრმესი მადლობა პოლიციის ამ ორ უკეთილეს ოფიცერს. თქვენ არამარტო დახმარება გამიწიეთ, არამედ გამახსენეთ რომ სიკეთე კვლავ არსებობს დედამიწაზე. სახელი და გვარები არ მითხრეს მაგრამ ზესტაფონი პატარაა მოგეხსენებათ და ვერავინ “დაიმალება”,- წერს ვერა ცნობილაძე სოციალურ ქსელში.

ზოგადად ყველამ იცის რო დიდი პოსტებით არ გამოვირჩევი, მაგრამ ეხლა ისეთი რაღაც მოხდა, ძალიან მინდა ყველას გავუზიარო....

Опубликовано Vera Tsnobiladze Суббота, 28 ноября 2020 г.

??????? ????