ელისაშვილი ზესტაფონის ყავის შესახებ — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ელისაშვილი ზესტაფონის ყავის შესახებ

date 28 იანვარი 2022
article742.jpg

  “ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ბოლო წლებია აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთში და პირიქით მგზავრებისთვის ზესტაფონი ყავასთან და ყავით შესვენებასთან ასოცირდება. ზესტაფონისთვის ამერიკანო, კაპუჩინო და ესპრესო ისეთივე ბუნებრივი გახდა როგორც ციცქა ცოლიკაური. ჰოდა, ზესტაფონის ისტორია რომ ნახოთ ყავას კიდევ უფრო დიდი წარსული აქვს აქ. მეოცე საუკუნის დასაწყისში ზესტაფონში დღევანდელი ზაქარიაძის ქუჩაზე, ვაჭარ აგაბო გაჩეჩილაძის სახლში იყო ყავის ქარხანა “არგო”. ქარხანა თავდაპირველად ეკუთვნოდათ პოლონელ სატოვსკის და რუს მასალკინს. ყავა მზადდებოდა სოიოსგან და რკოსგან! ქარხანა უშვებდა შეფუთულ ნაწარმს რომლებსაც ეწერათ: “არგო”, “ვარდკაჭკაჭიანი”, “ვარშავა”, “უმაღლესი ხარისხის ყავა”. მოგვიანებით საწარმო გამოისყიდეს ძმებმა აგაბო, ბიქტორ და მიხეილ გაჩეჩილაძეებმა. ზესტაფონურ სოიოს და რკოს ყავას საერთაშორისო პრიზები ჰქონდათ მოპოვებული. რავიცი, არ იქნებოდა ურიგო ამ საქმის კარგად მოკვლევა და ძველი წარმოების აღდგენა. რავიცი, რავიცი…. მე უბრალოდ ფაქტი შეგახსენეთ” – წერს ალეკო ელისაშვილი.