Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონში კიდევ ერთი ფეროშენადნობთა საწარმოს მოწყობა იგეგმება

date 2 მარტი 2018
article432.jpg

   ზესტაფონში, სამრეწველო გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ მოსახლეობის მიერ გამართული საპროტესტო აქციიდან 2 დღეში ერთ-ერთმა კომპანიამ კიდევ ერთი ფეროშენადნობთა საწარმოს მოწყობა მოითხოვა.

 

    შპს "ლელიკო" ის კომპანიაა, რომელიც 2018 წლის 26 თებერვალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსადმი წარდგენილი #2367 განცხადებით გეგმავს ფეროშენადნობთა საწარმოს მოწყობას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა საქარას ტერიტორიაზე.

 

 

 

  "ზესტაფონის პორტალი"-ს მიერ გადამოწმებული ინფორმაციის მიხედვით, შპს "ლელიკო" 2017 წელს ზესტაფონში, ჯორჯაძის ქუჩა #10-ში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის დირექტორიც ლელი ზიბზიბაძეა. 

 სკოპინგის ანგარიშის მიხედვით საწარმომ წელიწადში 600 ტ პროდუქცია უნდა მიიღოს.

 

  ტეროტირია, სადაც საწარმო უნდა მოეწყოს ასევე ლელი ზიბზიბაძის საკუთრებაა, სადაც უახლოეს მოსახლემდე დაშორება სულ რაღაც 430 მეტრია. 710 მეტრით კი დაშორებულია მდინარე ყვირილა.

  აღსანიშნავია, რომ სასაწყობე შენობების მშენებლობა უკვე განხორციელებულია, რაზეც 2016 წელს გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა #42.

  ტექნიკური პირობების მიხედვით საწარმომ 24 საათი უნდა იმუშაოს.

 

 

  იმავე სკოინგის ანგარიშში, რომელიც შპს "სამნი"-ს მიერ არის შესრულებული და შპს "ლელიკო"-ს მიერ წარდგენილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საუბარია დაგეგმილი საქმიანობის შედეგად გარემოში შემდეგი მავნე ნივთიერებების გამოფრქვევაზე, როგორიცაა: არაორგანული მტვერი, ალუმინის, კალციუმის, მაგნიუმის ოქსიდები, მანგანუმის, სილიციუმის დიოქსიდები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფ. ქვედა საქარის ტერიტორიაზე შპს „ლელიკო“ – ს ფეროშენადნობთა საწარმოს მოწყობა – ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება 2018 წლის 20 მარტს 14:00 სთ-ზე სოფ. ქვედა საქარის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში.