Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ახალი, 25 მეგავატიანი სიმძლავრის ღუმელი

date 30 სექტემბერი 2016
article209.jpg

    ახალი საწარმოო ღუმელი 25,5 მეგავატი სიმძლავრისაა და ტექნოლოგიურად მრავალი უპირატესბებით გამოირჩევა, როგორც რესურსის ეფექტური მოხმარებით, ასევე გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით. როგორც კომპანიაში „ბიზნესკონტრაქტს“ განუმარტეს, ამით ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა უახლოვდება მსოფლიოს წამყვან მეტალურგიულ საწარმოების სტანდარტებს და საქართველოში ფეროშენადნობების ახალ ტექნოლოგიურ პროცესს უყრის საფუძველს. 

  „2012 წლიდან, მსხვილი ქართულ-ამერიკულ ინდუსტრიულ ჰოლდინგში “ჯორჯიან ემერიქან ელოიზ”-ში გაერთიანების შემდეგ კომპანიამ “ჯორჯიან მანგანეზი” 52 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ტექნოლოგიური და ტექნიკურ გადაიარაღების, ასევე საწარმოო სიმძლავრეების ოპტიმიზაციის მიზნით. 

  გასულ წელს ინდურ ტექნოლოგიურ კომპანიასთან GHALSASI ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, ახალი ტიპის ფეროშენადნობი ღუმელის მშენებლობაზე, საინვესტიციო ღირებულებით შვიდი მილიონი აშშ დოლარი. კომპანია GHALSASI (http://ghalsasigroup.com/) დაფუძნდა 1986 წელს და ლიდერი კომპანიაა ფეროშენადნობთა წარმოებაში, მას მართავს ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის ექსპერტთა ჯგუფი, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ მრეწველობის დარგში. GHALSASI-ს შექმნილი და დაპროექტებული აქვს 150-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სადნობი ღუმელები ომანში, ირანში, ბახრეინში, სუდანში თავად ინდოეთსა და პაკისტანში“, - განმარტავენ კომპანიაში.