ბაზრის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები დღეს ჩატარდა. ხვალიდან აგრარულ ბაზარში მუშაობის პროცესს, რომელიც რეკომენდაციების შესაბამისად წარიმართება, სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომდგენლები დააკვირდებიან.
დღეს ბაზრის ტერიტორია ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.