დასაქმებულია 200-მდე ადამიანი — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



სოფელ არგვეთას მონაკვეთზე

date 17 ივლისი 2019
article597.jpg

        გა­მორ­ჩე­უ­ლად მა­ღა­ლი ხა­რის­ხის საწ­ვა­ვის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი, ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის დამ­ტე­ნი სად­გუ­რი, სუ­პერ­მარ­კე­ტი ქარ­თუ­ლი და სა­კუ­თა­რი იმ­პორ­ტის პრო­დუქ­ტე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნით, კაფე უგემ­რი­ე­ლე­სი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი, სა­კონ­დიტ­რო ნა­წარ­მი­თა და პურ-ფუნ­თუ­შე­უ­ლით, ამე­რი­კუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი ქარ­თულ ნედ­ლე­ულ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­ნი­უ­თი, ჩქა­როს­ნულ ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე მოძ­რა­ვი ტუ­რის­ტე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო კუ­თხე, მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას წა­სა­კი­თხი წიგ­ნე­ბის არ­ჩე­ვა­ნი, ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბა, ბან­კი, აფ­თი­ა­ქი ერთ სივ­რცე­ში - ეს ყვე­ლა­ფე­რი „ვი­სოლ ჯგუ­ფის“ „დას­ვე­ნე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის“ ახა­ლი კომ­პლექ­სის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ამ 16 ივ­ლისს ჩქა­როს­ნულ ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე, ზეს­ტა­ფონ­სა და ქუ­თა­ისს შო­რის, სო­ფელ არ­გვე­თას მო­ნაკ­ვეთ­ზე შექ­მნა და ტრან­ზი­ტუ­ლი მარ­შრუ­ტი­თა თუ ქვეყ­ნის და­სავ­ლე­თით მოძ­რავ მგზავ­რებს მოგ­ზა­უ­რო­ბის სრუ­ლი კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნა.

  კომ­პლექ­სის სა­ზე­ი­მო გახ­სნას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი ნა­თია თურ­ნა­ვა და სხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი თუ პარ­ტი­ო­რი ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბრენ­დე­ბის უცხო­უ­რი დე­ლე­გა­ცი­ე­ბი და­ეს­წრნენ. პრე­მი­ე­რის თქმით, მსგავ­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის არ­სე­ბო­ბა მა­გის­ტრა­ლის გას­წვრივ გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია:

  "ძა­ლი­ან კარ­გი ობი­ექ­ტი გავ­ხსე­ნით. "ვი­სოლ­მა" რამ­დე­ნი­მე­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ზეს­ტა­ფონ­ში ჩვენ ასე­თი ლა­მა­ზი ცენ­ტრი გვაქვს, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად, და­ახ­ლო­ე­ბით, 2000 ადა­მი­ანს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­თი თა­ნა­მედ­რო­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის არ­სე­ბო­ბა მა­გის­ტრა­ლის გას­წვრივ, ვი­ნა­ი­დან ეს ჩვენ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, კი­დევ უფრო სრულ­ფა­სოვ­ნად ავით­ვი­სოთ ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი და ამა­ვე დროს უფრო გავ­ზარ­დოთ ჩვე­ნი ტრან­ზი­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბა," - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

27068 კვ.მ.-ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი „დას­ვე­ნე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პლექ­სის“ შექ­მნის­თვის "ვი­სოლ ჯგუფ­მა’’ მსხვი­ლი ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცე­ლა და 200-მდე სა­მუ­შაო ად­გი­ლი შექ­მნა. ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის: „ვი­სო­ლის“, „სმარ­ტის“, „ვენ­დის“, „დან­კი­ნის“ ობი­ექ­ტე­ბის გარ­და, კომ­პლექ­სი ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბის კუ­თხეს, ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის დამ­ტენ სად­გურს, ტუ­რიზ­მის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრ „ლა­ზი­კას“, „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ას",თი­ბი­სი" ბან­კი­სა და "ფარ­მა­დე­პოს" ფი­ლი­ალს მო­ი­ცავს. კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლია სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბის, ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნე­ბის პარ­კი­რე­ბის ზო­ნაც. რო­გორც "ვი­სოლ ჯგუ­ფის“ პრე­ზი­დენ­ტმა, სოსო ფხა­კა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სო­ფელ არ­გვე­თას­თან მდე­ბა­რე „დას­ვე­ნე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პლექ­სი“ გო­რის ობი­ექ­ტის შემ­დეგ „ვი­სოლ ჯგუ­ფის“ ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი და ამავდრო­უ­ლად უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია:

"ეს მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი დღეა ჩვე­ნი ჯგუ­ფის­თვის. კი­დევ ერთი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი გავ­ხსე­ნით, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა ერთ სივ­რცე­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი. ეს არის გა­მორ­ჩე­უ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქუ­თა­ი­სი­სა და ზეს­ტა­ფო­ნის გზა­ზე, რომ­ლის მომ­ხმა­რე­ბელ­თა, და­ახ­ლო­ე­ბით, 50% უცხო­ე­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ამი­ტომ მათ­თვის ტუ­რის­ტუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო და­ფაც გა­ვა­კე­თეთ. ამ ობი­ექტს და­ახ­ლო­ე­ბით 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვქმნი­დით, საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გა­ვი­ღეთ და 200-მდე ადა­მი­ა­ნი და­ვა­საქ­მეთ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ამით პა­ტა­რა აგუ­რი დავ­დგით ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი მშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში," - გა­ნა­ცხა­და სოსო ფხა­კა­ძემ.


??????? ????