საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულებულია — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულებულია

date 8 დეკემბერი 2015
article206.jpg

  მუნიციპალიტეტის სამი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 2016 წლის იანვარში გაიხსნება. სამშენებლო სამუშაოები სამივე ობიექტზე უკვე დასრულებულია. ახალი კორპუსები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი. ბაღების მშენებლობისთვის დაახლოებით მილიონი ლარი გამოიყო. პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. მიმდინარე პროცესებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. ახალი ბაღების მშენებლობა ქალაქის მეშვიდე ბაღის ბაზაზე, ასევე სოფელ მეორე სვირსა და ქვედა საქარში (ჭალატყე) განხორციელდა. მე – 7 ბაღის კორპუსი 105 მოსწავლეზეა გათვლილი და ის სამ ჯგუფს მოემსახურება, ხოლო მეორე სვირის და ქვედა საქარის საბავშვო ბაღები ორ ჯგუფს დაიტევს და 70 მოსწავლეს მიიღებს. უახლოეს მომავალში შენობების ინვენტარით აღჭურვა მოხდება.