Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



მობილური ექსტენცია (8-10 აგვისტო)

date 7 აგვისტო 2018
article478.jpg

  პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, ვანის, სამტრედიის და ხონის მუნიციპალიტეტების  ფერმერებს მცენარეთა დაცვის, მებოსტნეობის, ვეტერინარიის და ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების საკითხებზე სპეციალისტებმა ადგილზე კონსულტაციები გაუწიეს.

  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილობრივების ნაკვეთები, სათბურები და ფერმები დაათვალიერეს, მათთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს და სახელმწიფო პროგრამები გააცნეს.

  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში 2017 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით 8500 ფერმერი გადამზადდაა. პროექტის მიზანი ფერმერების მხარდაჭერა და მათთვის ადგილზე კონსულტაციების გაწევაა.

  პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში 8-10 აგვისტოს სპეციალისტები  ზესტაფონის  ფერმერებს შეხვდებიან.