კლდეეთი - ტაბაკინის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



კლდეეთი - ტაბაკინის გზის რეაბილიტაცია

date 17 ნოემბერი 2020
article695.jpg


  ზესტაფონის მერიის დაკვეთით, კლდეეთი - ტაბაკინის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება.
  ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთი, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში 1000 - მდე ადამიანი სარგებლობს, დასახლებას ქალაქის ცენტრთან და მიმდებარე სოფლებთან აკავშირებს.

  რეაბილიტაციის ფარგლებში, გზაზე ბეტონის საფარი იგება, მოწესრიგდება სანიაღვრე არხები. კეთილმოწყობას 2 კმ - მდე მონაკვეთი ექვემდებარება. საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტს, რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. გზის რეაბილიტაციაზე 335 528 ლარი იხარჯება. სატენდერო ვალდებულებით, სამუშაოებს შპს „ალპედე“ ასრულებს.