Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ინფრასტრუქტურული პროექტის მოწყობა სრულდება

date 2 თებერვალი 2018
article425.jpg

  ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის მოწყობა სრულდება.  საგზაო ინფრასტრუქტურისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები რეგიონული განითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა. ახალი პროექტის მიხედვით, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო მარეგულირებელი წრე, გამყოფი ზოლი და სკვერი მოეწყობა. პროექტი ცენტრალურ უბანში პირველად ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგ, უსაფრთხო გახდება მოძრაობა, როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის. ქალაქის ცენტრალურ ნაწილს კი პროექტის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული ზონა შეემატება.   პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 199 771 ლარია. ბოლო პერიოდის განმავლობაში  ორი, სრულიად ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო მუნიციპალიტეტში. რეკონსტრუქცია უტარდება კვალითის დასახლებაში, მელქაძის ქუჩაზე არსებულ სკვერს.