ზესტაფონში ჰესის მშენებლობა იწყება — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონში ჰესის მშენებლობა იწყება

date 10 მარტი 2015
article204.jpg

    პროექტის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება, რომლის ღირებულება 12 მილიონი დოლარია და ჩინური ინვესტიციით ხორციელდება. ჰესის სიმძლავრე 7,6 მ.გ. შეადგენს და ის 36 მლნ. კვ.სთ. ენერგიას გამოიმუშავებს, რაც ენერგოსისტემაში არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჰესის საპროექტო კომპანიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებისგან მიიღეს, რომლის თანახმად ჰიდროელექტროსადგურის ზემოქმედება გარემოზე უსაფრთხოა. ჰესის აშენების ადგილად უბისა – ძირულას ტერიტორიაა შერჩეული. მშენებლობაზე, რომელიც სავარაუდოდ ორ წელს გაგრძელდება ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.