ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაზმომარაგება შეწყდება — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაზმომარაგება შეწყდება

date 19 იანვარი 2020
article656.jpg

  გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 21 იანვრის 10:00 საათიდან 21 იანვრის 15:00 საათამდე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში  მთლიანად ზესტაფონის რაიონს და სოფლებს ზედა საქარას, დილიკაურს, ბოსლევის ნაწილს, თვრინს, ფუთს, ალავერდს, კვალითის, ცხრაწყაროს, ძლოურდანეთის, კლდეეთის, ქვედა საქარის ნაწილს, დაბა შორაპანისა და მარტოთუბნის მოსახლეობას გაზმომარაგება შეუწყდება.

  აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე: 16 114.


??????? ????