ხვალ ზოგიერთ სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ხვალ ზოგიერთ სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

date 23 ივნისი 2020
article676.jpg

  24 ივნისს, ზესტაფონის რაიონის ზოგიერთ სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ "საგურამო-ქუთაისის" მაგისტრალური გაზსადენის 172.0 და 175.2 მონაკვეთების სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც ბუნებრივი გაზის მიწოდება 24 ივნისს, 07:00-დან 17:00-საათამდე შეუწყდება ზოვრეთის გგს-ის მომხმარებლებს, კერძოდ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზოვრეთს, პირველ და მეორე სვირს, ქვედა საზანოს, როდინაულს, სვეტმაღალასა და ცხენთაროს. აღნიშნულ ინფორმაციას “გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ავრცელებს.

“წინასაავარიო სიტუაციის აღმოფხვრის, მაგისტრალურ გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.


??????? ????