Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ფეროში მოდერნიზებული ღუმელი ამოქმედდა

date 15 აგვისტო 2016
article208.jpg


   ინდური კომპანია „გალსასის“ დაპროექტებული ღუმელი 1 აგვისტოდან გახურების რეჟიმშია ჩართული, რაც 20 დღე გაგრძელდება, ამის შემდეგ კი, 2 თვის განმავლობაში, ინდოელ სპეციალისტებთან ერთად მოხდება ღუმელზე დაკვირვება.
   24-ე ღუმელის მოდიფიცირება დაახლოებით, 1 წელი  გაგრძელდა და 6 მლნ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიცია დაიხარჯა.  ახალი ღუმელი კომპიუტერულ  მართვას ექვემდებარება, იქნება ენერგოეფექტური. 
   ქარხნის დირექტორმა ვასილ გერეგამ „ინდუსტრიულ მაცნეს“  განუცხადა, რომ სამომავლოდ, სხვა ღუმელების რეკონსტრუქცია ახალი ღუმელის მუშაობაზეა დამოკიდებული.  
   ქარხანაში ღუმელების რეკონსტრუცია დიდი ხანია განიხილებოდა, რადგანაც არსებული ღუმელები მოძველებულია, მათი ნაწილი ქარხანაში 1930-იან წლებში, მეორე ნაწილი კი, 1960-იან წლებშია დამონტაჟებული.
    შეგახსენებთ, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა საქართველოში.