მუშაობის გაგრძელებას შეიძლება გამოეწვია ეკოლოგიური პრობლემები — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ფეროს მეექვსე ღუმელი დაიხურა

date 3 აგვისტო 2018
article476.jpg

 ზესტაფონის ფეროს მეექვსე ღუმელი დაიხურა, - ამის შესახებ "ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა. 
"ღუმელს აქვს თავისი მუშაობის ციკლი, რაღაც პერიოდის შემდეგ ის უნდა დაიხუროს. ამ ღუმელს ჩვენი შეფასებით კიდევ რამდენიმე თვე და წელიც შეეძლო ემუშავა კიდევ, თუმცა ჩავთვალეთ, რომ მუშაობის გაგრძელებას შეიძლება გამოეწვია ეკოლოგიური პრობლემები“-აღნიშნა ჩიქოვანმა. მისი ინფორმაციით, დახურული ღუმელი პირველი საამქროს წარმადობის 1/3-ს შეადგენდა,- დაახლოებით 1800 ტონიან წარმადობას. 
"აქამდე კარგად ვიმუშავეთ, დაგეგმილზე მეტი პროდუქცია გამოუშვით, ამიტომ რეზერვი გვაქვს და ღუმელის დახურვა წლიურ საექსპორტო გეგმაზე უარყოფითად არ იმოქმედებს“-განაცხადა ჩიქოვანმა გადაცემაში "საქმის კურსი“.


??????? ????