ბოსლევის გზის რეაბილიტაცია დაიწყო — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ბოსლევის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

date 29 აგვისტო 2019
article613.jpg

  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

  გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ ბოსლევში, საკრამიტის უბნისა და სოფელ ნიჩაფას დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე. გზის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები ვიცე მერმა დავით მაღრაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

   პროექტის მიხედვით გზის ზედაპირზე არმირებული ბეტონის საფარი იგება. რეაბილიტაციას 1 კმ - მდე მონაკვეთი ექვემდებარება. გზის აღდგენის სამუშაოებზე 144 381 ლარი დაიხარჯება. პროექტი რეგიონული განვთარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სატენდერო ვალდებულებით, ბოსლევის გზის რეაბილიტაციას შპს „ალპედე“ ახორციელებს.

რეაბილიტირებული გზით სარგებლობას დაახლოებით 250 ოჯახი შეძლებს.


??????? ????