Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა

date 21 ნოემბერი 2017
article407.jpg

  საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე მდ. ყვირილაზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.

  სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში. არსებული სახიდე გადასასვლელი ვერ უზრუნველყოფდა მოძრაობის ორი ზოლის გატარებას, ბურჯები გამორეცხილი და გადახრილი იყო, ასევე დაკარგული ქონდა საექსპლუატაციო ფუნქციები.

  პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი 5 მალიანი, 172.5 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელი. მოეწყობა ტესებრი რკინა-ბეტონის მილის ნაშენი კოჭები, ჰიდროიზოლაციის ფენა, ასფალტ-ბეტონის საფარი. ასევე განხორციელდება რკინა-ბეტონის თვალამრიდების, ლითონის მოაჯირების, მონიშვნისა და სარეგულაციო კედლების სამუშაოები.

  ამ დროისათვის მიმდინარეობს, ხიმინჯების დაბურღვისა და სარეგულაციო კედლების მოწყობის სამუშაოები. პროექტირება-მშენებლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.