ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია

date 5 ივნისი 2020
article674.jpg

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის, ცაგერისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  რეაბილიტაციას იწყებს.

  ზესტაფონში რეაბილიტაცია ჩაუტარდება დავით აღმაშენებლის ქუჩას, ასევე – კვალითის დასახლებაში მაღლაკელიძის, შათირიშვილის და მელქაძის ქუჩებს, სოფელ ტყლაპი-ვაკემდე მისასვლელ საავტომობილო გზას. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდება გარე განათება, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ტროტუარები და სანიაღვრე არხები.

 პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს და მგზავრთა გადაადგილებას უსაფრთხოს გახდის.


??????? ????