რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზესტაფონში, დავით აღმაშენებლის ქუჩისა და კვალითის დასახლებაში - მაღლაკელიძის, შათირიშვილისა და მელქაძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
აღნიშნულ გზაზე გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.
სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 8 მილიონ ლარზე მეტია.