1500 აბონენტი სასმელ წყალს მიიღებს — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



1500 აბონენტი სასმელ წყალს მიიღებს

date 31 ივლისი 2019
article605.jpg

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, საყავრია-კირკის უბნის წყლით მომარაგების პროექტის ფარგლებში, დამატებით 1500 აბონენტი სასმელ წყალს მიიღებს.
   წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 300 არაგველის ქუჩაზე მთავარი რეზერვუარის მოწყობასა და ქსელის განახლებას ითვალისწინებდა, საიდანაც აბონენტებისთვის წყლის მიწოდება უნდა მოხდეს. რეაბილიტაციის შედეგად, 32 კმ. სიგრძის მონაკვეთზე სრულიად ახალი ქსელი მოეწყო.
მასშტაბური წყალმომარაგების პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით ,5 მილიონი ლარია.
საყავრია-კირკის უბნის მაცხოვრებლებისთვის წყლის მიწოდება ეტაპობრივად, 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი გოგლიჩიძემ, მოადგილემ – ელგუჯა კვეტენაძე და საკრებულოს თავმჯდომარემ – ვახტანგ ღამბაშიძემ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, წყლის მთავარი რეზერვუარი დაათვალიერეს, რომელიც აბონენტებისთვის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს.
„საყავრია-კირკის უბანში მცხოვრებ მოსახლეობას, დაახლოებით, 40 წელია, არ მიეწოდებოდა ცენტრალიზებულად სასმელი წყალი. პროექტი, რომელიც აღნიშნულ დასახლებაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ განახორციელა, თავისი მასშტაბებით მეტად მნიშვნელოვანია, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა, მათ გადავუხადო. ეს გახლდათ მუნიციპალიტეტის წყლით მომარაგების თვალსაზრისით პროექტის მეორე ეტაპი. პროცესი გრძელდება“, – განაცხადა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ.


??????? ????