Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE


ზესტაფონში თხილის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა

article39105.jpg

 ზესტაფონში თხილის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა

  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარაში თხილის გადამამუშავებელმა საწარმომ დაიწყო ფუნქციონირება,- ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცი ავრცელებს. 

  საწარმოს გახსნის ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჩეხეთის განვითარებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ტირიხულა“ 2015 წელს ჩამოყალიბდა „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ” და მის მიერ დაფინანსებული პროექტის „მცირე ფერმერების კოოპერაციისა და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთსა და რაჭაში“ ფარგლებში, რომლის საქმიანობა დაფუძნებულია თხილის მოვლა-მოყვანაზე, გადამუშავებასა და რეალიზაციაზე.

  ენპარდის პროგრამის ფარგლებში კოოპერატივს გრანტის სახით 157833 ლარის ღირებულების მანქანა-დანადგარები გადაეცა, ხოლო საწარმომ 55000 ლარის თანაინვესტიცია განახორციელა.


ჯერჯერობით არავის გაუკეთებია კომენტარი. იყავით პირველი და დატოვეთ თემასთან დაკავშირებული კომენტარი.