პრეზიდენტი დღეს ზესტაფონში საქკაბელის ქარხანაში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა 50 წლის წინ აშენებული საამქრო დაათვალიერა, რომელიც ცოტა ხნის გარემონტდა და აღდგა. ქარხანა 30-ზე მეტი სახეობის კაბელსა და ელექტროსადენს ამუშავებს. საწარმო კომპანია ენერგოპროს ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. მიხეილ სააკაშვილი ქარხნის თანამშრომლებს გაესაუბრა და მათი მუშაობის პირობებს გაეცნო. (11.04.08 15:23) www.rustavi2.com.ge