ზესტაფონში ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. იმერეთში რიგით მესამე ოფისის გახსნას პარტიის ყველა ლიდერი დაესწრო. გიორგი თარგამაძის განცხადებით, იმერეთში მათ სერიოზული დასაყრდენი ჰყავთ. საღამოს ქრისტიან-დემოკრატები სამტრედიაში მიემგზავრებიან, სადაც ანალოგიურ ოფისს დააფუძნებენ.
12.03.08 16:23
www.rustavi2.com.ge