ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს და მან დღეს შეხვედრები თერჯოლასა და ზესტაფონში გამართა.
სააკაშვილმა ამომრჩევლებთან ქვეყნის განვითარების მომავლი 5 წლის გეგმებზე ისაუბრა.
მან დასძინა, რომ პრეზიდენტის სკამი არავის ეკუთვნის, 'თქვენ - ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი'.
მოგვიანებით სააკაშვილი ზესტაფონის 'ფეროშენადნობთა ქარხანაში' საწარმოს მუშებს შეხვდა. დაათვალიერა ახლად გახსნილი სილიკომანგანუმის ნარჩენის წიდის გადამამუშავებელი ჰოლანდიური საწარმო. 15.12.07 17:17 www.rustavi2.com.ge