იმერეთის სამხარეო პოლიციამ ზესტაფონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი ზედაშიძე, მეტსახელად 'გულოია' აიყვანა.
დაკავებულს ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება 20 აბი 'ტრამადოლი' და 2 აბი 'სუბუტექსი' აღმოაჩნდა.
პოლიციის ინფორმაციით, გიორგი ზედაშიძე თვეების განმავლობაში კრიმინალურ გარჩევებსა და მოპარული ნივთების დაბრუნებაში მონაწილეობდა.
დაპატიმრებულია ზედაშიძის მეუღლეც. ორივენი წინასწარი დაკავების საკანში არიან გადაყვანილნი.
22.02.06 14:10
www.rustavi2.com.ge