მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

date 21 აგვისტო 2017
article150.jpg

 

 

    ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: 2000, ზესტაფონი, დავით აღმაშენებლის ქ. 25
ტელეფონი: (+995 492) 5 15 26
ელ-ფოსტა: roniani@list.ru
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1968 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ზესტაფონის მუზეუმების გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 8500

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია - ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალა, ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები, XII ს-ის ჯაჭვის პერანგი, შუა საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები, ადგილობრივ მხატვართა მიერ შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუშები, XIX ს-ის წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ. ბავშვებისა და სტუდენტებისათვის: 0.50 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: “თვითნასწავლი მხატვრებისა და შინამრეწველობის ნიმუშთა გამოფენა”, “ შორაპნის ციხის არქეოლოგიური მასალები”
საგანმანათლებლო პროგრამები: “სასკოლო პროგრამები და მუზეუმი”, “ მუზეუმი და რეკლამა”

მუზეუმის ფართობი: 378 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 266, 8 კვ/მ
საცავი: 20,5 კვ/მ

დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 278

 

მუზეუმის ექსპონატები