Vakhtang Pkhakadze — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ვახტანგ ფხაკაძე

date 24 დეკემბერი 2020
article700.jpg

 

  ცნობილი ბიზნესმენი, „ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელი, ზესტაფონში დაიბადა და გაიზარდა.

 ვახტანგ ფხაკაძემ კომპანია "ლუტეცია" 1999 წელს დააფუძნა. პარფიუმერული და თავის მოვლის ბრენდებს შორის ჯგუფი  აერთიანებს lutecia-ს სუნამოების მაღაზიათა ქსელს, Mac-ს, calzedonia-ს, intimissimi-ს და yves rocher-ის და სხვა ცნობილ ბრენდებს, კომპანიაში დასაქმებულია 300-ზე მეტი ადამიანი, თუმცა მანამდე პროფესიით მათემატიკოსი რამდენიმე წელი კვლევით ინსტიტუტშიც მუშაობდა, თვეში 138 მანეთი არ ჰყოფნიდა და ამიტომ მეგობრებთან ერთად პლასტმასის წარმოება დაიწყო, თვიური შემოსავალი კი დამატებით 500 მანეთით გაზარდა. 80-იან წლებში პლასტმასისგან ძირითადად თმის სარჭებს, სამაგრებსა და სავარცხლებს ამზადებდა. ყველაზე პოპულარული რვიანის ფორმის თმის სარჭი იყო, რომელიც თმაზე ჯოხით მაგრდებოდა.

 ვახტანგ ფხაკაძე აქტიურად იყო ჩართული, საკუთარი ქალაქის საზოგადოებრივ - კულტურულ საქმიანობაში და გახლდათ არაერთი საქველმოქმედო პროექტის ავტორი. მისი ინიციატივით განხორციელდა, აღმაშენებლის ქუჩაზე არსებულ სკვერში, უკვდავი მელოდიის, „სულიკოს“ ავტორის, ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის ბიუსტის დადგმის პროექტის დაფინანსება.

  2020 წლის 24 დეკემბერს ზესტაფონში, ასლანიკაშვილის სანაპიროზე არსებულ სკვერს ვახტანგ ფხაკაძის სახელი მიენიჭა.

  ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე 63 წლის ასაკში, covid 19-ით გარდაიცვალა.