სოფელი დილიკაური
დილიკაურის რწმუნებული - გელა სალაძე სოფელი დილიკაური მდებარეობს ზემო იმერეთის პლატოზე. ზღვის დონიდან 440მ. სიმაღლეზე. ზესტაფონიდან დაცილებულია 10კმ-ით. სოფლის სახელი მოიხსენიება XV საუკუნიდან. სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი თქმულება: დამპყრობლებს გარკვეულ პერიოდში აქ განლაგებული ჰქონიათ დილეგები და აქედან წარმოსდგა სოფლის სახელწოდება ,,დილეგოური“, რაც შემდგომში ,,დილიკაური“-თ შეიცვალა.
სოფლის ტერიტორია 2655 ჰექტარს შეადგენს. აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება სოფელი ბოსლევი, დასავლეთიდან - სოფელი ზედა საქარა, ჩრდილოეთიდან - სოფელი საზანო, სამხრეთიდან - სოფელი მარტოთუბანი.
სოფელი შედგება შემდეგი უბნებისაგან: ქვაგატეხილი, ცერცვაძეების უბანი, კოპერაცის, ღავთაძე-სიხაძე-ხვედელიძეების, ზედა და შუა სვიანაძეების და ქველეთუბანი.
ქვაგატეხილი წარმოსდგება ამ უბანში სატეხი ქვის კარიერისაგან. დანარჩენი უბნების სახელწოდება ძირითადში იმ უბნებში დასახლებული მოსახლეობის გვარებიდან.
სოფელ დილიკაურის ტერიტორიაზე შემდეგი მდინარეებია: ნარულა, ყვირილა, ბუჯა, ჩოხელთა, დილიკაურის ღელე.
სოფლად ძირითადად ფოთლოვანი მცენარეებია გავრცელებული; წაბლი, მუხა, რცხილა, აკაცია, თხმელა, წიფელა და სხვა