ნავიგაცია



ძებნა


ზესტაფონის ამინდი


გამოკითხვა




თქვენი კავშირი ზესტაფონთან

ვცხოვრობ ზესტაფონში
წარმოშობით ვარ ზესტაფონიდან
ნათესავი მყავს ზესტაფონში
მეგობარი მყავს ზესტაფონში
გავლით ვარ ნამყოფი
ვმუშაობ ზესტაფონში
არაფერი




რეიტინგული სიახლე


ზესტაფონის ფაილები


არქივი




მაისი 2012 (15)
აპრილი 2012 (5)
მარტი 2012 (4)
თებერვალი 2012 (7)
იანვარი 2012 (6)
დეკემბერი 2011 (3)
ნოემბერი 2011 (3)
ოქტომბერი 2011 (5)
სექტემბერი 2011 (5)
აგვისტო 2011 (3)
ივლისი 2011 (2)
ივნისი 2011 (2)
მაისი 2011 (8)
აპრილი 2011 (2)
მარტი 2011 (4)
თებერვალი 2011 (4)
იანვარი 2011 (7)
ნოემბერი 2010 (3)
ოქტომბერი 2010 (4)
სექტემბერი 2010 (1)
აგვისტო 2010 (3)
ივლისი 2010 (1)
ივნისი 2010 (1)
მაისი 2010 (2)
აპრილი 2010 (2)
მარტი 2010 (3)
თებერვალი 2010 (4)
იანვარი 2010 (6)
დეკემბერი 2009 (3)
ნოემბერი 2009 (3)
ოქტომბერი 2009 (3)
სექტემბერი 2009 (5)
აგვისტო 2009 (5)
ივლისი 2009 (9)
ივნისი 2009 (1)
მაისი 2009 (4)
აპრილი 2009 (4)
მარტი 2009 (6)
თებერვალი 2009 (2)
იანვარი 2009 (4)
ნოემბერი 2008 (1)
ოქტომბერი 2008 (5)
სექტემბერი 2008 (5)
ივლისი 2008 (1)
ივნისი 2008 (15)
მაისი 2008 (4)
აპრილი 2008 (4)
მარტი 2008 (26)


Top რეიტინგი



მთავარი გვერდი
ფორუმი
კონტაქტი
ადმინისტრაცია

sareklamo




Shorapnis cixe
კატეგორია: Foto Galerea

შორაპნის ციხე
Shorapnis cixe


Shorapnis cixe


Shorapnis cixe


Shorapnis cixe


Shorapnis cixe


Shorapnis cixe


Shorapnis cixe


Shorapnis cixe


Shorapnis cixe


Shorapnis cixe


Shorapnis cixe


Shorapnis cixe


Shorapnis cixe


Shorapnis cixe



ვახუშტი ბატონიშვილი ციხეს ასე აღწერს: ?ყვირილასა და ძირულას შორის შესართავს შინა არს შორაპანი. რომელი აღაშენა მეფემან ფარნაოზ, ქალაქი და ციხე დაყო საერისთავოდ. ამას ჩრდილოეთ-დასავლეთით უდის ყვირილა, აღმოსავლეთით-სამხრეთით ძირულა, აღმოსავლეთ-ჩრდილოეთ შუა აქვს კლდე-გორა მცირე და გვირაბი დიდი ჩასული წყლამდე.?


ისტორია
წყაროებში პირველად მოხსენებულია სტრაბონთან (ძვ. წ. I - ახ.წ. I სს.). ლეონტი მროველის (XI ს.) ცნობით, ციხესიმაგრე ძვ.წ. III საუკუნის დასაწყისში ააგო ქართლის მეფე ფარნავაზ I-მა. სტრაბონისეული ცნობით, ციხესიმაგრე იმდენად დიდი იყო, რომ მასში თავისუფლად ეტეოდა ქალაქის მოსახლეობა. VI საუკუნეში, ირან-ბიზანტიის ომის დროს, შორაპნის ციხე ხელიდან ხელში გადადიოდა. გვიანდელ ეპოქაშიც ეს ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო. 1730 ოსმალებმა დაიკავეს. 1770 მეფე სოლომონ I-მა გაათავისუფლა.


არქიტექტურა
ციხე-ქალაქის ფართობი 6000 კვ.მეტრს აღემატება. მდებარეობს ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე. შორაპნის ციხის ნანგრევებში აშკარად შეიმჩნევა ორი ფენა: გვიან ფეოდალური ? რიყის ქვის წყობა კირის ხსნარზე და ადრე ფეოდალური ? უხეშად გათლილი კვადრების წყობა კირის ხსნარზე. კვადრების სამი-ოთხი რიგის შემდეგ მორიგეობს ხუთრიგიანი აგურის წყობა. ქვისა და აგურის მონაცვლეობიანი წყობა მიეკუთვნება მე-6 საუკუნეს. მშენებლობის ასეთი სტილი დამახასიათებელია ბიზანტიური იმპერიის პერიოდის რომაული არქიტექტურისათვის.

მე-6 საუკუნეს ეკუთვნის ციხიდან მდინარე ყვირილაში ჩამავალი გვირაბი, რომელიც გვიანფეოდალურ ხანაშია აღდგენილი. ცნობილია ისიც, რომ ციხე სასმელი წყლით მარაგდებოდა ორი სხვადასხვა დიამეტრის მქონე თიხის მილების წყალსადენით. ციხის დაცული ნანგრევები შეიცავს სხვადასხვა ხანის ნაგებობებს.

ეს ნაწილი აგებულია ოთხკუთხა თლილი ქვისაგან, რომელსაც შუაში დატანებული აქვს აგურის ზოლი. ასეთი ნაგებობა დამახასიათებელია იმპერიის პერიოდის რომაული და შემდეგ მე-4-6 საუკუნეების ბიზანტიური არქიტექტურისათვის.

შორაპნის ციხეში არის ამავე ხანის სხვა ციხეებისათვის დამახასიათებელი გვირაბი, რომელიც ცუდადაა შემონახული. იგი იწყება დასავლეთის კედელთან და მიემართება ჩრდილო-დასავლეთით მდინარე ყვირილასაკენ და ჩადის მის სანაპირომდე(სიგრძე 60 მეტრი), სადაც აშენებულია რიყიოს ქვისა და კირქვისგან აგებული ოთხკუთხედი კოშკი. ციხეს ჰქონია ორი კარი: ერთი ჩრდილო-ამოსავლეთით და მეორე დასავლეთით, სადაც ამჟამად ძველი თაღოვანი ციხის ბურჯია შემორჩენილი და რომლითაც მდინარის მარცხენა მხარე უკავშირდებოდა მარჯვენას.

შორაპნის მთელი ტერიტორია ერთ დროს შემოზღუდული ყოფილა გალავნით, რასაც მოწმობს ამ ადგილებში ნაპოვნი ალიზის კედლის ფრაგმენტები და სუსტად გამომწვარი აგურის ნატეხები. მთელი ეს ფართობი(დაახლოებით 25ჰა) ციხის გამოკლებით ქალაქის ტიპის დასახლება უნდა ყოფილიყო.


მნიშვნელობა
შორაპანი ციხე-ქალაქი ყოფილა. ამავ დროს ეს იყო პუნქტი, სადაც სანაოსნო გზა მთავრდებოდა და სახმელეთო იწყებოდა. იგი ვაჭრებსა და მგზავრებს უზრუნველყოფდა ქარვასლა-ფუნდრუკებით, სურსათით, გადასაზიდი სახმელეთო ტრანსპორტით, სამჭედლო სახელოსნოებით, ბაზრით და სხვა. ვარაუდობენ რომ აქვე უნდა ყოფილიყო ნავმისადგომი, საბაჟო, უნდა ჰყოლოდათ მცველი რაზმიც, რადგან სავაჭრო გზით მტერსაც შეეძლო მოსვლა და მოყვარესაც. შორაპანი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო ერთ-ერთი დამაკავშირებელი რგოლი.

შორაპანში აღმოსავლეთიდან შემოდიოდა 3 სახმელეთო გზა, ასევე დასავლეთიდან __ ერთი სამდინარო და ორიც სახმელეთო. მათგან ერთი სახმელეთო გზა იწყებოდა ქუთაისიდან, გამოივლიდა ჩხარს, სკანდას, ?თამარის ხიდს? მდინარე ჩოლაბურზე და მდინარე ყვირილას თაღოვანი ხიდით შედიოდა შორაპანში. მეორე კი მდინარის მარცხენა მხრიდან შემოდიოდა და რიონის ნაპირით მიემართებოდა შავი ზღვისაკენ.


არქეოლოგიური წყაროები
შორაპნის ციხეზე არქეოლოგიური გათხრები 1983 წელს დაიწყო. მთლიანად გაიწმინდა მიმდებარე ფართობი და გამოჩნდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები, ნაწილობრივ ჩრდილოეთის კედელი, რომელიც ყველაზე მეტადაა დაზიანებული. არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილია ოთხკუთხა ბურჯისმაგვარი კოშკი, გაწმენდილია ნაგებობის იატაკი, რომლის ქვემოთ კიდევ უფრო ძველი ნაგებობის კედლები აღმოჩნდა, რომელშიც ჩაშენებულია წყალგაუმტარი ხსნარით შელესილი ავზი.

არქეოლოგების მიერ ნაპოვნი იქნა ასევე ადგილობრივი და უცხოური თიხისა და მინის ჭურჭელი, რკინის ნივთები. გათხრებით დადასტურდა რომ X_XI საუკუნეებში შორაპანში ცხოვრება აქტიურად მიმდინარეობდა. მდინარეების ყვირილასა და ძირულას შესართავთან ექსპედიციამ გამოავლინა ანტიკური ხანის ნაგებობები, რომლებიც ორნაირი კრამიტით(ბრტყელი და ღარიანი) ყოფილა დახურული. აღმოჩენილია კოლხური ამფორები და სხვა ჭურჭლები, მასთან ერთად იმპორტული შავლაქიანი კერამიკის ფრაგმენტები, რითაც სავაჭრო გზის რეალურად არსებობა დასტურდება.

ციხეზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალები ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.


ლიტერატურა
გოილაძე ვ. შორაპნის ეტიმოლოგია //ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა, გეოგრაფია სკოლაში.-1980.-გვ.38-41. ტოპონიმ "შორაპნის" ეტიმოლოგიური ახსნისათვის.
ყაუხჩიშვილი ს. შორაპანი //გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტ.2.-თბ.,1965.-გვ.304-307. საქართველოს საისტორიო საზოგადოებისა (1932 წ.) და თბილისის სახელმწიფო უნივერისიტეტის მიერ (1935 წ.) მოწყობილი ექსპედიციების შედეგები.
ჯაოშვილი ვ. ციხე-ქალაქი შორაპანი //ძეგლის მეგობარი.-1979.-N52.-გვ.31-35. შორაპნის ციხესიმაგრის ისტორიულ-გეოგრაფიული დახასიათება.




 (xma: 28)
 |  | ნახვა: 4703 | ავტორი: ADMINISTRATOR |  26 მარტი 2009 | კომენტარი (3)

#1დაწერა: mxecoo (25 ივლისი 2009 02:15)



რეგისტრაცია 25.07.2009
სახელი: --
საცხოვრებელი: --


es cixe bevrma exlac ar icis da azrze ar arian visi ashenebulia,me kidev mteli bavshvoba shorapanshi maq gatarebuli da kargad vici masze kvelaperi,exla kidev xshirad ver chamovdivar da menatreba shorapani,mokitxva shorapnelebs,exla magrad minda tavgiaze banaoba,au ras vicuravebdiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii.
რეგისტრირებულია: 25.07.2009 ICQ: -- [ციტირება]

#2დაწერა: MEKO (31 აგვისტო 2009 13:35)



რეგისტრაცია 30.08.2009
სახელი: merabi
საცხოვრებელი: tbilisi


getanxmebi!!! martla bevrma ar icis es cixe da marto shorapnis cixe saxelat arafers ar nishnavs, ADMIN iqneb rame informacia mogepoveba da daagde ra, magrat mainteresebs am cixeze yvela informacia. no

arada ra saintereso da lamazi adgilebia, zestafonel kacs visac qveynis da tavis qalaqis tu raionis istoria ainteresebs es ar bunda naxos? me ar var namyofi, exla ki rom chamoval aucileblad vnaxav, admin shenc tu damexmarebi informaciit madlobeli viqnebi.
რეგისტრირებულია: 30.08.2009 ICQ: memfis47 [ციტირება]

#3დაწერა: mado (14 ოქტომბერი 2009 12:13)



რეგისტრაცია 22.03.2009
სახელი: mado
საცხოვრებელი: tbilisi


eh, sad gamovyo tavi, zestafonelshi var yovel zafxuls da istoriuli shorapnis cixe ar maqvs nanaxi... imedia, odesme shecdomas gamovasworeb feel feel
რეგისტრირებულია: 22.03.2009 ICQ: nia.ko2 [ციტირება]

komentaris damateba


ავტორიზაცია



ახლები


ვალუტის კურსი




ზესტაფონის რადიო



Flash Games


ლინკები



რეგიონალური



მხარდამჭერები


FC zestafoni
--------
mshenebloba
--------



  
© Copyright & Developed By ZESTAFONI PORTALL 2005-2012