სოფლების დაცლა ძალიან სამწუხარო ფაქტია, არადა ბევრი რესურსი არსებობს იმისათვის რომ ხალხი სოფელში დარჩეს და მეურნეობა შექმნას.
1) იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა
2) მიწა ძალიან ნაყოფიერია
3) ძვირფასი ღვინოების დაყენება შეიძლება
4) მომგებიანია თხილის ბიზნესი
5) შესაძლებელია შეიქმნას მსხვილფეხა პირუტყვის ფერმები და ფრინველის ფერმები
6) ზოგადად ფლორა და ფაუნა ძალიან მდიდარია
ამაზე წერა უსასრულოდ შეიძლება. მთავარი ისაა, რომ ხალხმა უნდა გამონახოს საერთო პირი და სოფელი ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ.
შეიძლება პრიმიტიულად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე არ მესმის როგორ შეიძლება სამოთხე გქონდეს და იქიდან სადღაც გარბოდე.