ზესტაფონი მწვრთნელის გარეშე დარჩა
საქართველოს ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მწვრთნელის გარეშე დარჩა. გია გეგუჩაძე, რომელმაც გუნდი უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფამდე მიიყვანა, თავისი სურვილით გადადგა, უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ.
ზეგ, 18 აგვისტოს ”ზესტაფონი” ბელგიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ”ბრიუგეს” მასპინძლობს.
გია გეგუჩაძემ დღეს გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და თქვა, რომ გუნდი დატოვა.
მან გადაწყვეტილება ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის მიზეზით ახსნა.
კლუბის მფლობელი ილია კოკაია კი სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ჯერჯერობით არავის გათავისუფლების განცხადებაზე ხელი არ მოუწერია.