ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მისამართი: ქ. ზესტაფონი, დავით აღმაშენებლის ქ. 27
ტელეფონი: (+995 292) 5 15 26
მუშაობის რეჟიმი: მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 სთ-დან - 16 სთ-მდე
შესასვლელი ბილეთის ფასი: ყველა ტიპის დამთვალიერებლებისათვის - 0, 30 ლ., საექსკურსიო მომსახურება: ყველასთვის - 2. 50 ლ., უფასოა: ჯარისკაცებისთვის, ომის ვეტერანებისთვის და ღარიბი ოჯახებისთვის.
აღწერა:
მუზეუმში დაცულია - ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალა (კაჟის ქვის ნაკეთობები, საბრძოლო და სამეურნეო ნივთები), რკინის ხმლები, ბრინჯაოს ბალთები, შუბისპირები კოლხური ცული, სამკაული, ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები, XII ს-ის ჯაჭვის პერანგი, შუა საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები, ადგილობრივ მხატვართა მიერ შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუშები, XIX ს-ის წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალები.
დაფუძნების თარიღი: 1968 წელი
ორგანიზაციის ფართობი: 500 კვ/მ, საექსპოზიციო: - 300 კვ/მ, საფონდო: - 43 კვ/მ
საფონდო ერთეულთა რაოდენობა: 8 500 ექსპონატი
საბიუჯეტო სტატუსი: სახელმწიფო
ორგანიზაციის კლასიფიკაცია: ისტორიული
ორგანიზაციის სტრუქტურაში შედის: უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმი
სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგანიზაცია: ზესტაფონის რაიონის გამგეობა