ვაკანსია მოლარე-ოპერატირ/ექსპერტ-შემფასებელი ზესტაფონში — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ვაკანსია მოლარე-ოპერატირ/ექსპერტ-შემფასებელი ზესტაფონში

19 სექტემბერი 2018 1 ზესტაფონი განცხადება ვადაგასულია

ვაკანსია მოლარე-ოპერატირ/ექსპერტ-შემფასებელი ზესტაფონში
   კომპანია ინტელექსპრესი აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-ოპერატორ/ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე ზესტაფონში
ინტელექსპრეს http://inteliexpress.net/ - საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა - ერთადერთი ქართული ფულადი გზავნილების კომპანია, საკუთარი ფილიალებითა და ლინცენზიებით ევროკავშირსა და საქართველოში. წარმოდგენილია საქართველოში, საბერძნეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში საკუთარი ქსელით. ხოლო მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში წარმოდგენილია პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით. ფულადი გზავნილების გარდაა, კომპანიის საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს საბანკო ოპერაციების წარმოება, კომუნალური და სხვა ტიპის გადახდები, საკრედიტო (სალომბარდე) სერვისის წარმოება, კონვერტაციები; კომპანია, ორიენტირებულია ქართულ დიასპორასა და მის მოთხოვნებზე.

ადგილმდებარეობა: ზესტაფონის ფილიალი განაკვეთი: სრული, დღის ცვლა
შტატი: 3
სამუშაოს აღწერილობა: ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოება (ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურები; საკონვერტაციო ოპერაციები, კომუნალური გადახდები); სალომბარდე საქმე - ნივთის შეფასება, სასესხო ხელშეკრულების გაფორმება, საკრედიტო დეპარტამენტთან კომუნიკაცია, მომხმარებელთან ურთიერთობა და ა.შ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- აღნიშნულ პოზიციებზე (მოლარე-ოპერატორი, ექსპერტ-შემფასებელი) მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ, 2 წლიანი (მნიშვნელოვანია); - - ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება; - კლიენტ სერვისისთვის საჭირო უნარების ფლობა;
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა; - მათემატიკური უნარ-ჩვევები ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები:

- ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობა;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სასიამოვნო გარეგნობა.

შერჩეული კანდიდატები ადგილზე გაივლიან სტაჟირებას საბანკო და სალომბარდე სფეროში.
როგორ მოგვმართოთ:

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@intelexpress.ge
განაცხადის გამოგზავნისას „subject line“–ში მიუთითეთ პოზიცია „უნივერსალური მოლარე-ოპერატორი ზესტაფონში.“

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 18 ოქტომბერი.
სისტემა დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.