ვაკანსია საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ზესტაფონში — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ვაკანსია საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ზესტაფონში

30 მაისი 2018 0 ზესტაფონი განცხადება ვადაგასულია

ვაკანსია საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ზესტაფონში
   სს „m2 უძრავი ქონება“ აცხადებს ვაკანსიას ა(ა)იპ სამშენელო კოლეჯი "კონსტრუქტ2"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე, ქ. ზესტაფონში.



მოვალეობები:

სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მმართველობისა და თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან, მასმედიის წარმომადგენლებთან, მჭიდრო თანამშრომლობის და საქმიანი კონტაქტების დამყარების მიზნით აწარმოებს ინფორმაციის ურთიერთ გაცვლას. ამ მიმართებით გაწეული მუშაობის შედეგებზე კოლეჯის დირექტორის პერიოდული ინფორმირება;
აწარმოებს პრაქტიკულ საქმიანობას დირექტორთან ჩასატარებელი თათბირების, შეხვედრებისა და სხვა საქმიანი ღონისძიებების ორგანიზებულად წარმართვის მიზნით. ღონისძიების გეგმისა და დღის წესრიგის შეთანხმება დირექტორთან, თათბირის მონაწილეთა სახეობით სიის შედგენა, დარბაზის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში თვალსაჩინო აგიტაციითა და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა.
ღონისძიების მსვლელობის დროს გამოთქმული მოსაზრებების, საქმიანი წინადადებებისა და კონკრეტულ მუშაკებზე მიცემული დავალებების გათვალისწინებით მოკლე ჩანაწერების გაკეთება, რომლის საფუძველზეც იქმნება ღონისძიების ოქმი.
დირექტორის დავალებით ახორციელებს კოლეჯის საქმიანობის რეკლამირებას, უზრუნველყოფს სარეკლამო მასალების (ბუკლეტები, ტექსტური და სხვა სახით ინფორმაციები) დამზადებას.
კოლეჯის სხვა მუშაკებთან ერთად ამზადებს წლიურ ანგარიშებსა და მოხსენებების პროექტებს, რომლებიც წინასწარ განსაზღვრულ ვადაში წარედგინება დირექტორს.
მართავს კოლეჯის ვებგვერდს.
ორგანიზებას უწევს მიზნობრივი პროგრამების პროექტების მომზადებას და ურთიერთობებს სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ასრულებს კოლეჯის დირექტორის ზეპირ ან/და წერილობით დავალებებსა და მითითებებს.
თანამდებობრივი პოზიციიდან გამომდინარე კოორდინაციას უწევს ბაღდათის ფილიალის საქმიანობას.
ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.



სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
სამუშაო გამოცდილება (სასურველია განათლების სფეროში) - არანაკლებ 2 წელი;
უცხო ენის ცოდნა (გერმანული ან ინგლისური თავისუფლად).
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს შრომის კოდექსი;
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეციერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის #120/ნ ბრძანება;
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეციერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრს #99/ნ ბრძანება;
„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეციერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის #65/ნ ბრძანება.





აუცილებელი ცოდნა და უნარები:

საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, Outlook);
პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა.
სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;




დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: m2jobs@m2.ge 2018 წლის 12 ივნისადმე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).