ვაკანსია პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი ზესტაფონში — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ვაკანსია პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი ზესტაფონში

30 მაისი 2018 0 ზესტაფონი განცხადება ვადაგასულია

ვაკანსია პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი ზესტაფონში
   სს „m2 უძრავი ქონება“ აცხადებს ვაკანსიას ა(ა)იპ სამშენელო კოლეჯი "კონსტრუქტ2"-ის პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერის თანამდებობაზე, ქ. ზესტაფონში.



მოვალეობები:

აპლიკანტებისათვის პროფესიათა თავისებურებების, დასაქმების შესაძლებლობებისა და კოლეჯში განსახორციელებელ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;
დასაბუთებული რეკომენდაციებით ეხმარება აპლიკანტებს პროფესიის არჩევაში
ახორციელებს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და აწარმოებს ანალიზს
ატარებს პროფორიენტაციას საჯარო სკოლებში, პროფესიული ორიენტაციისა მიზნით ახორციელებს ექსკურსიების/ვიზიტების და სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებას დამამთავრებელი კლასებისათვის
მონაწილეობს ღია კარის დღეების, პრეზენტაციების ორგანიზებაში
მონაწილეობს სარეკლამო მასალის (ბუკლეტები, ტექსტური ინფორმაციის და სხვა) შერჩევაში
უზრუნველყოფს დამსაქმებლებთან ურთიერთობების სისტემის ჩამოყალიბებაში(კოლეჯში განსახორციელებელი პროგრამების გაცნობა, ჩართვა კოლეჯში განხორციელებულ ღონისძიებებში.
კონსულტაციებს უწევს სტუდენტებს კარიერის დაგეგმვის, სამუშაო ადგილების მოძიების, პროფესიით დასაქმებისა და დამსაქმებლებთან ურთიერთობების საკითხებში;
ხელს უწყობს დასაქმების ინფრასტრუქტურის დაგეგმვასა და განვითარებას
აწარმოებს კურსდამთავრებულთა დასაქმების, მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბებასა და ანხორციელებს
მონაწილეობს დამსაქმებელთა და კურსდამთავრებულთა გამოკითხვების ჩატარებასა და გამოკითხვის შედეგების გაანალიზებაში
ასრულებს კოლეჯის დირექტორის ცალკეულ დავალებებს თავისი კომპეტენციის და შესაძლებლობების მიხედვით.
ანგარიშვალდებულია დირექტორისა და დირექტორის მოადგილის წინაშე.



სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


უმაღლესი განათლება;
სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 2 წელი;
უცხო ენის ცოდნა (რუსული, ინგლისური).





აუცილებელი ცოდნა და უნარები:



საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, Outlook);
პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა.
სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
კომუნიკაბელურობა,
გუნდური მუშაობის უნარი.




დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: m2jobs@m2.ge 2018 წლის 12 ივნისამდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).