Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ვაკანსია ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების მენეჯერი

30 აპრილი 2018 0 ზესტაფონი განცხადება ვადაგასულია


   სს "m2 უძრავი ქონება" აცხადებს ვაკანსიას ა(ა)იპ სამშენელო კოლეჯი "კონსტრუქტ2"-ის ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების მენეჯერის თანამდებობაზე, ზესტაფონში.

ძირითადი მოვალეობები:

** აქტიური მონაწილეობა კოლეჯის შრომითი რესურსების დაგეგმვისა და შერჩევის პროცედურებში;
** პერსონალის პოზიციებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და უფლება-მოვალეობების განსაზღვრული ორგანიზაციული დოკუმენტების შედგენა.
** კოლეჯის საჭიროებიდან გამომდინარე კოორდინირების გაწევა კადრების შემდგომი პროფესიული განვითარებისა და გადამზადების პროცესისათვის. შესაბამისი რეკომენდაციების ჩამოყალიბება ამ პროცესის ძირითადი ეტაპებისა და მათი განხორციელების თაობაზე.
** სწავლებების წლიურ პროგრამის დაგეგმვა;
** დაგეგმილი და დაუგეგმავი სწავლებების ჩატარების პროცესის ორგანიზება, ჩატარებული სწავლებების რეგისტრაცია, სწავლებების ეფექტურობის შეფასება;
** კადრების შეფასების საჭიროების განსაზღვრა, შეფასების მიზნის ჩამოყალიბება; აღნიშნული პროცესის მომზადებისა და ჩატარების ორგანიზება;
** კუთვნილი შვებულებების გეგმა-გრაფიკის შედგენა, რიგგარეშე შვებულების გაცემის აუცილებლობის საკითხს განსაზღვრა; ავადმყოფობის, სხვა საპატიო ან არასაპატიო მიზეზის გამო სამსახურის გაცდენის ფაქტების აღრიცხვიანობის აღწერა;
** სამუშაოს გადანაწილების უზრუნველყოფა, თანამშრომლების კუთვნილი შვებულების ავადმყოფობის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო სამუშაოზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში.
** თანამშრომელთა და სტუდენტთა პირადი საქმეების აღრიცხვა;
** აქტიური მონაწილეობის მიღება დაწესებულების შინაგანაწესის შემუშავებაში; წარმოდგენილი მოთხოვნების დაცვის მეთვალყურეობა და დარღვევის ფაქტების გაანალიზება;
** ანგარიშვალდებულება დირექტორის წინაშე.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სამუშაო გამოცდილება (სასურველია განათლების სფეროში) - არანაკლებ 2 წელი;

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, Outlook);
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური და რუსული)
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა,
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2018 წლის 11 მაისამდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: m2jobs@m2.ge (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).