ვაკანსია ზოგადი ქირურგი — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ვაკანსია ზოგადი ქირურგი

22 სექტემბერი 2021 0 ზესტაფონი განცხადება ვადაგასულია

ვაკანსია ზოგადი ქირურგი
   დასახელება: ზოგადი ქირურგი
მომწოდებელი: ჯეო ჰოსპიტალსი
ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს "ჯეო ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ზოგადი ქირურგის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზესტაფონი, შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი.

სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
** პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20.10.2021წ.

თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ზესტაფონი - ზოგადი ქირურგი".

გისურვებთ წარმატებას!