Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ზესტაფონის ყავა

article38726.jpg

თბილისში ჭორი გავარდა ზესტაფონში ენითაუწერელ ყავას ხარშავენო..

ზესტაფონმა ფეროს კვამლთან ერთად ამ ბოლო დროს სახელი გაითქვა გემრიელი და იაფი ყავით.
ადრე, რამდენჯერაც ზესტაფონის შემოვლით გზაზე გავიარე, არასდროს გაჩერების სურვილი არ გამჩენია, ყოველთვის მეგონა, რომ გზის პირას ტრანზიტული ავტომობილების მძღოლებისთვის სწრაფი კვების ობიექტები გახსნეს.

შემდეგ, თბილისში ჭორი გავარდა ზესტაფონში ენითაუწერელ ყავას ხარშავენო. დავინტერესდი, ნაცნობში მოვიკითხე, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. ცოტახნის ძებნის შემდეგ ადრე შეუმჩნეველი კაფეები აღმოვაჩინე. ჩამოსაჯდომად და დასასვენებლად შექმნილი მშვენიერი გარემო, უფასო Wi-Fi და უგემრიელესი იაფი ყავა "ლავაცა".
"ლავაცას" თბილისშიც დალევ, მაგრამ ზესტაფონში რაღაც განსაკუთრებული არომატი აქვს. ჰოდა, ტრადიციად იქცა ზესტაფონში იმ ქუჩაზე გავლა და დასტოპება, სადაც გემრიელ ყავას არაერთ კაფეში ხარშავენ. ამ დაწესებულებებს მუშტარი არასდროს აკლია, განსაკუთრებით პარლამენტის ქუთაისში გადატანის შემდეგ :)

 

წყარო:http://blogger.ge/post/6204



ჯერჯერობით არავის გაუკეთებია კომენტარი. იყავით პირველი და დატოვეთ თემასთან დაკავშირებული კომენტარი.