Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ზესტაფონი გასაჭირშია

article38994.jpg

 ილია კოკაია: „ზესტაფონი გასაჭირშია, ეკოლოგიური პრობლემები ახრჩობს“.

 რამდენიმე წუთის წინ, ინგა გრიგოლიასთან პირდაპირ ეთერში, ზესტაფონში მაჟორიტარობის კანდიდატი, ილია კოკაია წამყვანის მწვავე კითხვებს პასუხობდა. ილია კოკაიამ ზესტაფონში შექმნილ მძიმე სოციალურ მდგომარეობასა და ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ზესტაფონი გაჩერებულია და მისი გამარჯვებით, ეს ვითარება შეიცვლება.

  ილია კოკაია: როდესაც მე გადავწყვიტე ჩავრთულიყავი ამ საარჩევნო ბრძოლაში, მე გააზრებული მქონდა ყველაფერი. დღევანდელი დღის გადმოსახედიდან ჩვენ დიდი იმედი გვქონდა, რომ ხელისუფლების შეცვლას მოჰყვებოდა დიდი ცვლილებები და კერძოდ ამ რეგიონში, ზესტაფონში, რომელთანაც მე დიდი კავშირები მაქვს. პირიქით, პრობლემები გაიზარდა, ეს არის უმუშევრობა, გაჭირვება  და განსაკუთრებით, ეს არის ეკოლოგიური პრობლემა, რომელიც ახრჩობს ამ რეგიონს.

  ილია კოკაიას თქმით, რეგიონი გაჩერებულია და არანაირად არ ვითარდება. მისი გამარჯვების შემთხვევაში კი, ზესტაფონის განვითარება დაიწყება.

  ილია კოკაია: „მე ამ რეგიონთან ახლო ურთიერთობა მაქვს. ბევრ ხალხს ვიცნობ და ვიცი რა პრობლემებია. 2005-06 წლებიდან, როდესაც ბიზნეს აქტივების შემცირება მომიწია ზესტაფონში, მხოლოდ საფეხბურთო კლუბის მფლობელი გახლდით. ამიტომ ამ პერიოდში მხოლოდ თამაშებზე ჩავდიოდი ხოლმე. ახლა კი, როცა ზესტაფონში პირველად ჩავედი, ამდენი ხნის შემდეგ, მე ასეთი ცუდი ზესტაფონი არ მინახავს. რეგიონი არ ვითარდება და გაჩერებულია. ეს უნდა გამოვასწოროთ“.

წყარო



ჯერჯერობით არავის გაუკეთებია კომენტარი. იყავით პირველი და დატოვეთ თემასთან დაკავშირებული კომენტარი.