Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

დაიწყეთ საქმის კეთება!

article38984.jpg

   გამოდით უსაქმურობის ფერხულიდან და დაიწყეთ საქმის კეთება!

იხეილ მუმლაძე

ა(ა)იპ „ჩვენი საქართველო“

-“ჯოყოეთი-დილიკაური-ზესტაფონის ტრასის გზისპირები ნაგვით მუდმივად სავსეა!

არც ჭიათურისა და ზესტაფონის გამგეობები, არც ამ სოფლების ხელმძღვანელები ნაგვის გზის პირებზე, ტრასებზე დაყრას ყურადღებას არ აქცევენ.

კომუნისტების დროსაც არსებული ბუნების დაცვის სამინისტრო ძირითადად უსაქმურების, უცოდინრების დასაქმების ადგილი იყო და ახლა ხომ რა იქნება ხომ ცხადია. ბუნების დაცვის სამინისტრო რას უნდა აკეთებდეს? ძირითადად შეიძლება ისიც არ იციან და პასუხსაც არავინ არაფერზე არ თხოვს და რა ქნან? რას უნდა აკეთებდეს ბუნების დაცვის სამინისტრო?

__ საბავშვო ბაღებში და სკოლებში, სასწავლებლებში უნდა ისწავლებოდეს, რომ არავითარი ნაგვის დაყრა არ შეიძლება ეზოში, ქუჩაში, სკვერში, ბაღში, პარკში, ტროტუარზე, ტრასაზე, მდინარეში, ზღვაში…
__ უნდა ხდებოდეს მუდმივად ჯერ ცენტრალური ქუჩებისა და ხალხმრავალი ადგილების მუდმივი ვიდეოკონტროლი.
__ ქალაქში, სოფელში თუ ქალაქგარეთ ტრასებზე მოძრავმა ყველა ავტომანქანის, ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსის თუ ტაქსის მძღოლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ტრანსპორტიდან გადაგდებული ბოთლი, სიგარეტის კოლოფი თუ ცელოფნის პარკი დაფიქსირდება და მანქანის მფლობელს მოუწევს ჯარიმის გადახდა.
__ ბუნების დაცვის სამინისტროს ყველა ქალაქსა და რაიონში სკოლებში, სასწავლებლებში უნდა ჰყავდეს ნორჩი ბუნების დამცველები, რომლებიც მათთან ერთად შეამოწმებენ ქალაქებსა და რაიონებში სისუფთავის დაცვას და ხანდახან ჩაატარებენ სხვადასხვა ადგილებში დასუფთავების ღონისძიებებს;
__ ბუნების დაცვის სამინისტრო იზრუნებს რომ ყველა ქალაქისა და რაიონის ირგვლივ იყოს ტყე-პარკები, ხოლო სადაც არ არის იბრძოლებს იმისათვის რომ იქ სახელმწიფოსა და ხალხის მონაწილეობით მოხდეს გამწვანების მოწყობა.

თბილისიდან ხაშურის რაიონის შესასვლელში არის გამწვანება და ის ნაგვით არის გატენილი. ხაშურის გამგეობას მაგისთვის არ სცალია, რომ მიხედოს და ბუნების დაცვის სამინისტრო თბილისშია და თბილისი ნაგავში იხრჩობა, დიდუბე, რკინიგზის სადგურიდან „დინამოს“ სტადიონამდე, მეტრო „დიდუბის“ ირგვლივ მთელი ტერიტორია, მეტროს სადგურების, „სამგორის“, „ვარკეთილის“ და „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიები ამ 4-5 წელიწადში ბანგლადეშზე უფრო ბინძურ ადგილებად აქციეს.

 ხომ შეიძლება ზოგიერთი მერია, გამგეობა და სამინისტრო ან გუბერნია უსაქმურობის ფერხულიდან გამოვიდეს და საქმის კეთება დაიწყოს?”

ზესტაფონი. დავით აღმაშენებლის №55.

 

წყარო



ჯერჯერობით არავის გაუკეთებია კომენტარი. იყავით პირველი და დატოვეთ თემასთან დაკავშირებული კომენტარი.