Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ინდუსტრილოგია: ზესტაფონი

article38912.jpg

EMC–ისა და „ასოციაცია მწვანე ალტერნატივას“ ერთობლივი პროექტი.

 

ბექა წიქარიშვილი

„-ან, რატომ არ ფეთქდება ატომური ბომბი?
-იმიტომ რომ ადამიანებს უკეთ იყენებენ.“

 

 

„ლეგიონი“ რაოდენობრივი აღმნიშვნელია და ჰუმანიზაციის პროექტი ვერ მიესადაგება. მათემატიკურად ეს არის შეფარდება, რომლის მრიცხველიც ნულია, ხოლო მნიშვნელი  სხეულებრივი მრავალობითობა. და რამდენად დიდიც უნდა იყოს მრავლობითობის რაოდენობრივი აღმნიშვნელი, ის ვერ მნიშვნელობს მრიცხველად არარაობის პირობებში, თანაფარდობა კი ყოველთვის არაფერს უდრის.

ეს ალგებრული კონსპირაცია ზაფხულში სამი ინდუსტრიული ქალაქის „მოლოცვის“ შემდეგ ჩამოყოლილი მყარი კონსტრუქციაა.

 ნაწილი 1. ზესტაფონი

 

მარტივი გამოწვევა არ არის, ცივი გონებით მჭვრეტელის პოზიცია შეინარჩუნო იქ, სადაც სინამდვილე ასობით კვადრატულ მეტრზე მავთულხლართებით გარშმორტყმული ბეტონის სამმეტრიანი ღობეებიდანაც ვერ მალავს თავს და საწარმოო მტვერისა და გადაღლილი მშრომელების სურათებით ჩაგძახის: „ძალაუფლება პრივატიზებულია.“

ზესტაფონი ჩემთვის რუხია.

ბავშვობაში, საკმაოდ დიდხანს, ტრანსპორტიდან დანახული ფეროშენადნობის ქარხანა ციხე მეგონა. სასაცილოა, მაგრამ ახლა, წლების შემდეგ, როცა საკითხში შედარებით გავერკვიე, ვხვდები, რომ ობიექტზე ჩემი ბავშვური რეფლექსია იმაზე ახლოს დგას რეალობასთან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. დიახ, ოდესღაც ქვეყნის სტრატეგიულ, ეკონომიკურ ზონად ჩაფიქრებული ადგილი დღეს ციხეა დასაქმებული მოქალაქეებისათვის. ციხე, რომელიც აჭმევს და მათ კავშირს გარესამყაროსთან ოჯახებში ძილის საშუალებით შემოფარგლავს. ციხე, რომელიც ფეროშენადნობებთან ერთად, ამბოხის შეუძლებლობას და დუმილს აწარმოებს. თუმცა ამ დუმილს ერთი პრაგმატული მიზეზიც აქვს, ჩვენ ვართ ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, სადაც ექსპლუატირებულად ყოფნა პრივილეგიაა.

„ჩემი თქმა რად უნდა, თქვენი თვალითაც მშვენივრად ხედავთ,“ – გეტყვით ზესტაფონის მაცხოვრებელთა 90 % და ეს უდავო სიმართლეა.
„ყვირილა ისეთი შავია, რიონთან ჩაცუცქული ბაზრობს,“ – ხუმრობს ფეროს მუშა და ეს სატირაც სინამდვილეს გვეუბნება მდინარეზე, რომელშიც ბავშვები თევზს იჭერენ და ბანაობენ.
„ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცია პასუხად იუმორს ქმედებაში გვთავაზობს და მაგისტრალის პირას, ქარხნის ჩამოშვავებულ კედელზე ფარდობითობის თეორიის პრინციპზე დაფუძნებული ფერადი გეომეტრიული ხაზების გადატანაში ფრანგ არტისტს 10 000 $-ს უხდის, რათა საშუალო 500-ლარიანი თვიური ანაზღაურების მქონე მუშას სამუშაო დღე გაუფერადოს.

ბევრის თქმა შეიძლება ინვესტორის გულგრილობასა თუ უზარმაზარ ეკონომიკურ ბენეფიტზე, მშრომელთა ყოვლად არაადამიანურ სამუშაო პირობებსა თუ ყოფით პრობლემებზე, სხეულებზე, რომელთა სახელი „ლეგიონია“ და იქნებ ენობრივ სტრუქტურაში მსგავსი აღმნიშვნელის არსებობაა ის, რასაც სოციალურ ველში ადამიანის მნიშვნელობა ნულამდე დაჰყავს?

ფოტოები დამუშავებულია #4 საამქროს ორი PK3- 16,500 კვტ. სიმძლავრის ღუმელში.

 

12345678910111213141516171819

პუბლიკაცია მომზადებულია EMCისა და „ასოციაცია მწვანე ალტერნატივას“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან თანამშრომლობით

http://emc.org.ge/2015/09/22/industrilogia-zestafoni/

 

 



ჯერჯერობით არავის გაუკეთებია კომენტარი. იყავით პირველი და დატოვეთ თემასთან დაკავშირებული კომენტარი.